|
2021-07-15 10:40:07, 1675 ნახვა
კომენტარი
კარლ ჰარცელი - კარგია, რომ ზაზა გახელაძე ოჯახს უბრუნდება, უკანონო დაკავებები მიუღებელია
საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ზაზა გახელაძის გათავისუფლებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც ჰარცელი „ტვიტერში“ აღნიშნავს, კარგია, რომ გახელაძე ოჯახს უბრუნდება, რადგან უკანონო დაკავებები დაუშვებელია. „კარგია, რომ ზაზა გახელაძე ოჯახს უბრუნდება. უკანონო დაკავებები მიუღებელია. მოხარული ვარ, რომ ევროკავშირმა საქართველოში სადამკვირვებლო მისიით ხელი შეუწყო ამ პოზიტიურ შედეგს, ცხელი ხაზისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების საშუალებით“, - წერს კარლ ჰარცელი. შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძე პატიმრობიდან გუშინ, 14 ივლისს გათავისუფლდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)