19:30 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-13 15:50:07, 986 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია - „ქართული ოცნების“ რეჟიმი აუცილებლად აგებს პასუხს, დაისჯება წელსვე, სხვა გამოსავალი არ არსებობს

აუცილებლად პასუხს აგებს ეს რეჟიმი, დაისჯება წელსვე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას სამოქალაქო პანაშვიდზე განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ რეჟიმი თავიდან ბოლომდე მოძალადე კრიმინალებზე დგას და მთელი სახელმწიფო აპარატი იხარჯება „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის დისკრედიტაციისთვის.

„აუცილებლად პასუხს აგებს ეს რეჟიმი, დაისჯება წელსვე, არ არსებობს სხვა გამოსავალი, რომელიც „ქართული ოცნება“ იპოვის, გარდა ხელისუფლებიდან წასვლისა. ეს რეჟიმი დგას თავიდან ბოლომდე მოძალადეებზე, კრიმინალებზე - პარლამენტს შიგნით, ასევე პოლიციაში. ეს რეჟიმი, როგორც ერთი, ისე წავა, აუცილებლად წავა, უკან დახევა არ იქნება არც ერთი ნაბიჯით. მთელი სახელმწიფო აპარატი, სუს-ი, იხარჯება ცხონებული ლექსოს დისკრედიტაციისთვის, ამას აკეთებს „ქართული ოცნება“, მეტს არაფერს აკეთებს და ვერანაირად შეინარჩუნებს მართვის სადავეებს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics