13:31 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-12 14:46:05, 1237 ნახვა

საზოგადოება
ქართველი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას საერთაშორისო მედია ეხმაურება

5 ივლისს ჰომოფობური, ძალადობრივი ჯგუფების მიერ ნაცემი „ტვ პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებას საერთაშორისო მედია ეხმაურება.

„საქართველოში, „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეების თავდასხმის შედეგად, ოპერატორი გარდაიცვალა“ - ამ სათაურით არაერთი გავლენიანი მედიასაშუალება ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასა და ქვეყანაში 5-6 ივლისს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს.

„სამხრეთ კავკასიის ქვეყანაში, საქართველოში, ორშაბათს ლგბტქ+ კვირეულის ორგანიზატორებმა დაგეგმილი „ღირსების მარში“ არ გამართეს, რადგან „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგე ჯგუფები თავს დაესხნენ ჟურალისტებს, დააზიანეს მათი ტექნიკა, მათ მიზანში ჰქონდათ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებზე თავდასხმა“, - წერს Reuters-ი.

დასავლური მედია BBC წერს, რომ რომ თბილისში განხორციელებული თავდასხმის დროს, ლექსო ლაშქარავას სახის მძიმე დაზიანებები ჰქონდა, თუმცა საავადმყოფოდან გაწერეს.

 „მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სექსუალური ორიენტაციის დისკრიმინაცია უკანონოა, ქვეყანა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპასა და დასავლეთ აზიას შორის მდებარეობს, კვლავ კონერვატიულია“, - აღნიშნულია BBC-ის სტატიაში.

გერმანული „დოიჩე ველეს“ თანახმად, ქართველი ოპერატორი ულტრა-მემარჯვენე ადამიანების ჯგუფმა სცემა, რის გამოც, საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ აღშფოთება იზრდება.

„დოიჩე ველეს“ სტატიაში ვკითხულობთ, რომ საქართველოში ლგბტქ+ საზოგადოების მიმართ ძალადობამ აიძულა „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები, რომ დაგეგმილი „ღირსების მარში“ გაუქმებინათ, რასაც მოჰყვა საერთაშორისო აღშფოთება.

„ქართველი ოპერატორი ულტრა-მემარჯვენე, ანტი-ლგბტქ+ ბრბოს თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა“ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“.

ამასთანავე, გარდიანის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ მას შემდეგ, რაც ათობით ჟურნალისტს „თბილისი პრაიდის“ პროტესტის გაშუქებისას თავს დაესხნენ, საქართველოს მთავრობა „დანაშაულებრივ პასიურობაში“ დაადანაშაულეს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics