|
2021-07-12 13:17:31, 1011 ნახვა
კომენტარი
ინგა გრიგოლია ირაკლი ღარიბაშვილს - ტრი-ტრი, ვის გაუბედე რომ დაგვემუქრე? ნახავ, როგორია მედიის ძალა!
ტრი-ტრის კიდევ ერთხელ ვეტყვი, თუ მაგარი ბიჭი ხარ, მოდი დამიჭირე, ან აიღე პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტმა, ინგა გრიგოლიამ განაცხადა. როგორც ინგა გრიგოლიამ აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილი ახლა ნახავს, თუ როგორია მედიის ძალა. „მე არ მგონია, რომ ეს ერთ ტელევიზიას და ჟურნალისტს ეხება. ტრი-ტრის კიდევ ერთხელ ვეტყვი, თუ ხარ მაგარი ბიჭი ირაკლი, მოდი და დამიჭირე. თუ ხარ მაგარი ბიჭი, იმიტომ რომ შენ გემორჩილება ყველა, ან აიღე პასუხისმგებლობა, შენ ვის გაუბედე დღეს ირაკლი ღარიბაშვილო, რომ დაგვემუქრე? ვის გაუბედე, რომ ანტისახლმწიფოებრივ ქმედებებში გვადანაშაულებ, როცა ჩვენ აქ ჩვენი კოლეგის ტრაგედიამ გამოგვიყვანა. ირაკლი ღარიბაშვილი ნახავს, როგორია მედიის ძალა“, - განაცხადა ინგა გრიგოლიამ. შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოსთან მედიაკორპუსის წარმომადგენლები არიან შეკრებილნი, რომლებსაც მიუხედავად აკრედიტაციისა, შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)