15:28 - 07 Jun, 2026
|
2021-07-11 21:55:50, 1068 ნახვა
კომენტარი
ჯეიმს აპატურაი - ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალება, მას შემდეგ, რაც ბრბომ სცემა, ღრმად შემაშფოთებელია
ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი „ტვ პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება. როგორც აპატურაი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, ლაშქარავას გარდაცვალება შემაშფოთებელია საქართველოს ყველა მეგობრისთვის. „ქართველი ჟურნალისტის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალება, მას შემდეგ, რაც კვირის დასაწყისში ბრბომ სცემა, ღრმად შემაშფოთებელია საქართველოს ყველა მეგობრისთვის, მათ შორის ჩემთვისაც. დემოკრატიებში უმცირესობები დაცულია, მედია დაცულია, სიტყვის თავისუფლება დაცულია. ეს არის ევროატლანტიკური ღირებულებები. არც ერთი ინსტიტუცია, ან ორგანიზაცია არ არის გათავისუფლებული ამ პასუხისმგებლობისგან“, - წერს აპატურაი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)