|
2021-07-10 15:03:10, 1269 ნახვა
კომენტარი
კელი დეგნანი 5 ივლისზე - დარწმუნებული ვარ, ქართველთა უმეტესობა არ ემხრობა ძალადობას, ეს იყო იმედგაცრუების დღე
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატები ელჩი კელი დეგნანი 5 ივლისს ქვეყანაში განითარებულ ძალადობრივ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს იყო იმედგაცრუების დღე. როგორც აშშ-ის ელჩი აღნიშნავს, ძალადობრივი თავდასხმა მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ არანაირ სიტუაციაში არ არის მისაღები. მისივე თქმით, საქართველომ, რომელიც ცნობილია ადამიანის უფლებთა დაცვით და ტოლერანტობით, უკან გადადგა ნაბიჯი ღირებულებების მიმართ. „ეს იყო ძალიან სამწუხარო საქართველოსთვის. აშშ მჭიდროდ თანამშრომლობს სამართალდამცველ ორგანოებთან, რათა გააუმჯობესოს მათი შესაძლებლობები და იმედგაცრუებული ვართ, რომ მიღებული ცოდნა და აღჭურვილობა, როდესაც ცხადი გახდა, რომ ძალადობის გამოწვევა სურდათ, არ იქნა გამოყენებული. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველების უმრავლესობა არ ემხრობა ძალადობას არანაირ სიტუაციაში, მითუმეტეს, ძალადობრივ თავდასხმაში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდგეგ, ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც საკუთარ საქმიანობას ასრულებენ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს იყო იმედგაცრუების დღე. ბევრისთვის გასაკვირი იყო, რომ ქვეყანამ, რომელიც ცნობილია ადამიანის უფლებათა დაცვითა და ტოლერანტობით, უკან გადადგა ნაბიჯი ამ ღირებულებების მიმართ“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)