14:36 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-10 14:49:08, 1306 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა სააგენტომ 64 დევნილს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადასცა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ იძულებით გადაადგილებულ პირებს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ხელშეწყობის მიზნით ტექნიკა გადასცა.

ღონისძიებას დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე ესწრებოდნენ. 

პროგრამის  მთავარ მიზანს, სახელმწიფოს მიერ საცხოვრებლით უზრუნველყოფილი იძულებით გადაადგილებული ოჯახების ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა წარმოადგენს.

ამ ეტაპზე,  ხელის ტრაქტორი იძულებით გადაადგილებულ 64 პირს გადაეცა, მათ შორის 55-ს შიდა ქართლის რეგიონში.

ბოლო ორი წლის განმავლობაში,  საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიმართულებით 1000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი დაფინანსდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics