|
2021-07-09 17:50:26, 963 ნახვა
კომენტარი
არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტებს - ჯვრის დანახვაზე იძაბებით?
„ჯვრის დანახვაზე იძაბებით?“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის წინ აღმართულ ჯვარზე საუბრისას განაცხადა. მან ჟურნალისტებს ასევე უთხრა, რომ პარლამენტის წინ შესაწუხებელი ცარიელი კარვები იყო. „ჯვრის დანახვაზე იძაბებით? თქვენ ხართ მედია, რომელმაც საზოგადოებას ობიექტური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს. თქვენ ამ კითხვას რომ მისვამთ, ვხვდები, შეწუხებული ხართ, რომ პარლამენტის წინ ვიღაცამ ჯვარი დადგა, მაგრამ წინა პერიოდში არ მახსოვხართ შეწუხებული, როცა თვეების განმავლობაში ცარიელი კარვები და სააკაშვილის დაბრუნების კომიკური ბანერი იდგა. მაშინ თქვენი პრეტენზიები არ მინახავს. ასე აღტკინებით და შეწუხებით მაშინაც რომ გეკითხათ, კარგი იქნებოდა. არაფერი გაბედე-არგაბედეს თამაში არ არის, მალე ნახავთ, რომ ნორმალურად, კანონმდებლობის ფარგლებში, გადაწყდება ყველა და პარლამენტის წინ ტერიტორია დაუბრუნდება ისეთ ფორმას, რომელსაც პარლამენტი იმსახურებს. აქედან სენსაციებს ნუ ქმნით. როგორც მოქალაქეები თუ უნდა შეწუხებულიყავით, უნდა შეწუხებულიყავით მაშინ, როცა ცარიელი კარვები იდგა და რამდენიმე ადამიანს ოპოზიცია სიცხეში აწამებდა ისე, რომ არანაირი პროტესტი იქ არ არსებობდა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)