|
2021-07-08 13:03:38, 336 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ტერიტორიაზე გარე რეკლამების განთავსების საპრივატიზაციო უფლების მოპოვებაზე აუქციონი გამოცხადდა
დედაქალაქში რეკლამების განთავსების საპრივატიზაციო უფლების მოპოვებაზე აუქციონი გამოცხადდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საპრივატიზაციო უფლება დედაქალაქის ტერიტორიაზე 15 წლის განმავლობაში, გარე რეკლამების განთავსებას ითვალისწინებს. მისივე თქმით, აღნიშნული აუქციონიდან თბილისის მერია გარკვეულ შემოსავალს მიიღებს, რაც დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა პროექტის განხორციელებას მოხმარდება. „თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რეკლამების განთავსების უფლების მოპოვებაზე აუქციონი ორი დღის წინ გამოვაცხადეთ. დაინტერესებულ პირებს ერთი თვის განმავლობაში, აქვთ შესაძლებლობა, აუქციონთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაცია მიიღონ. თბილისის ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე მზადაა და თუ ვინმეს რაიმე ინტერესი აქვს, შეგიძლიათ მოგვმართოთ და დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ. საპრივატიზაციო უფლება 15 წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამების განთავსებას მოიცავს“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, საპრივატიზაციო უფლების მოპოვების საწყისი ღირებულება 32 მლნ ლარია, რომელიც მუნიციპალიტეტმა უნდა მიიღოს. „საწყისი ღირებულება 32 მლნ ლარია. დარწმუნებული ვარ, ბევრი დაინტერესებული პირი იქნება და ეს თანხა კიდევ უფრო გაიზრდება, უფრო მეტი შემოსავალი ექნება მუნიციპალიტეტს, რაც, რა თქმა უნდა, თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის გამოიყენება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)