17:30 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-05 18:49:19, 2535 ნახვა

პოლიტიკა
„ექსპრესნიუსმა“ მოძალადეთა რაოდენობა ორი მეთოდით დათვალა, საპატრიარქომ 3 ათასამდე ადამიანის მობილიზება ვერ შეძლო

საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფების რაოდენობა რუსთაველის გამზირზე არ აღემატებოდა 3000-მდე ადამიანს. "ექსპრესნიუსმა" Google Map-ის დახმარებით, დათვალა ლოკაციაზე განლაგებული ადამიანების რაოდენობა, დრონით გადაღებული კადრებით და გარე  სათვალთვალო კამერებით მიღებული რაოდენობა და განისაზღვრა მოძალადეთა განთავსების არიალი. გუგლი მაპის  დახმარებით სიმჭიდროვე 1 კვადრატულ მეტრზე 1 ადამიანით შეფასდა. რადგან პარლამენტის წინ შეკრებილები გაშლილად იდგნენ. აქედან 250 მდე მოძალადისგან შემდგარი ჯგუფი სხვადასხვა ლოკაციაზე გადაადგილდებოდნენ. საერთო ჯამში, "სირცხვილიას" ოფისის წინ, ასევა პარლამენტის წინ და თბილისი პრაიდის ოფისთან მოძალადეთა რიცხვი 3000-სს არ აღემატება.

აქციაზე მისული მოძალადეთა მიახლოებითი რაოდენობის გამოსათვლელად შეკრებილი ხალხის რაოდენობის მთვლელი ონლაინ ხელსაწყო mapchecking.com გამოვიყენეთ. Mapchecking-ი საშუალებას გვაძლევს გეოლოკაციით ვიპოვოთ კონკრეტული ადგილი, მოვნიშნოთ არეალი, სადაც შეკრებილი ადამიანები იდგნენ და მათი სიმჭიდროვის მაჩვენებელი მივუსადაგოთ. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, აღნიშნული ხელსაწყო მიახლოებულ რაოდენობას ითვლის. საერთო ჯამში პარლამენტის წინ არამჭირდოდ მდგარი მოძალადეთა რაოდენობა ხელსაწყომ 2600 მდე დათვალა.


 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics