|
2021-07-05 14:30:54, 934 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს მთავრობამ ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დადგენილება დაამტკიცა
დადგენილება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით მომზადდა და მიზნად ისახავს ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის პირობებისა და პროცედურების დეტალურ სამართლებრივ რეგლამენტაციას. „დღეს მთავრობის სხდომაზე მივიღეთ 2 მნიშნელოვანი რეგულაცია, რომელიც აკვაკულტურის განვითარებას შეუწყობს ხელს - ეს არის ექსტენციური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესი და, ზოგადად, ტექნიკური რეგლამენტი. რაც საშუალებას მისცემს ინვესტორებს და არსებულ მეურნეობებს, რომ მდგრად პირობებში წარმართონ ამ მიმართულების განვითარება. ჩვენ სამოქმედო გეგმაში აღნიშნული იყო, რომ მდგრადი აკვაკულტურის წარმოების პირობებში, ქვეყანა, 10 წლიან პერსპექტივაში, მინიმუმ გაასამმაგებს და 20 000 ტონაზე მეტი აკვაკულტურის პროდუქტის წარმოებას შეძლებს. ეს არის დეტალური შეფასება, რომელიც გვაქვს წყალსატევებში, ისე მარიკულტურის ობიექტების სწორად მოწყობის პირობებში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ექსტენსიური აკვაკულტურა არის ბუნებრივი წყალსატევის (ტბა, მდინარე, წყალჭაობიანი ადგილი და სხვა) ან ხელოვნური წყალსატევის (წყალსაცავი, ზოგიერთი არხი და სხვა წყალსატევი, გარდა აკვაკულტურის კონსტრუქციისა) ხელოვნურად გამრავლებული ქვირითით, ლარვით, ლიფსიტითა და ახალმოზარდეულით ბუნებრივი საკვები ბაზის ხარჯზე დათევზიანება, ამ წყალსატევში არსებული ბუნებრივი თევზის რესურსის აღწარმოების ხელშეწყობა და შემდგომ მისი ზრდის შედეგად თევზჭერა. ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დადგენილება ითვალისწინებს ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის პროცესში უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოების მონაწილეობის წესის განსაზღვრას, ასევე სანებართვო პირობებს. ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვა გაიცემა არაუმეტეს 20 წლის ვადით. ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემა თავისუფლდება სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. აღნიშნულ ნებართვას, აკვაკულტურის უწყებათაშორისი საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, გარემოს ეროვნული სააგენტო გასცემს. დადგენილიების დამტკიცების შედეგად დადგინდება ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესი, რაც შესაბამისად, ხელს შეუწყობს აკვაკულტურის სფეროს შემდგომ განვითარებას.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)