2021-07-05 11:47:04, 736 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი - დღევანდელი მარშის ორგანიზატორების უკან მიხეილ სააკაშვილი და რადიკალური ოპოზიცია დგას
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „თბილისი პრაიდის“ უკან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და რადიკალური ოპოზიცია დგას.
როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, მათი მიზანი ქვეყანაში სამოქალაქო არეულობისა და ქაოსის შემოტანაა.
„დღევანდელი აქციის ორგანიზატორების უკან დგანან ისევ რევანშისტული რადიკალური ჯგუფები. კერძოდ, რადიკალური ოპოზიცია სააკაშვილის მეთაურობით. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ისინი არიან ჩართული და აღნიშნულ მარშს, ამ აქციებს უწევენ ორგანიზებას. რა თქმა უნდა, მათი მიზანია, ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო არეულობისა და ქაოსის შემოტანა, რაც რა თქმა უნდა, არ განხორციელდება, ამას ჩვენ არ დავუშვებთ. როგორც ჩვენს ხალხს, მოსახლეობას სურს, ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი ისე იქნება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,