|
2021-07-04 15:13:17, 1227 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - ინფლაცია ფიქსირდება იმ პროდუქციის გამო, რომელიც არის იმპორტული
„ინფლაცია ფიქსირდება იმ პროდუქციის გამო, რომელიც არის იმპორტული“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ მეორე მიზეზია მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდა. „მე მინდა გითხრათ, რომ ძირითადად ინფლაცია ფიქსირდება იმ პროდუქციის გამო, რომელიც არის იმპორტული. ამას აქვს თავისი მიზეზები. პირველი და მთავარი ეს იყო ლარის გაუფასურება წლის დასაწყისში და თქვენ ხედავთ, რომ ამ თვალსაზრისით უკვე პრობლემა მეტნაკლებად აღმოფხვრილია და ლარის კურსი სტაბილურდება, მყარდება და ეს ნიშნავს, რომ წლის ბოლომდე ამ იმპორტულ საქონელზეც, ამ მიზეზის გამო გამოწვეული ფასის ზრდა შემცირდება. მეორე მიზეზია მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდა და ზოგადად ამ თვალსაზრისით ჩვენ ვიწყებთ ახალ პროგრამას, რომელიც შეეხება იმპორტის ჩანაცვლებას და იმპორტის ჩამნაცვლებელი ჩვენი ადგილობრივი წარმოების წახალისებას სპეციალური პროგრამებით - გრანტები, სუბსიდიები და საბოლოო ჯამში ყველგან, სადაც გვაქვს პოტენციალი თვითონ ვაწარმოოთ და იმპორტული საქონელი შევამციროთ ჩვენს ბაზარზე, სწორედ ასეც მოხდება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)