2021-07-03 12:38:48, 857 ნახვა
საზოგადოება
ამსტერდამის მერი კახა კალაძეს - გთხოვთ, მიიღოთ ყველა საჭირო ზომა, რათა „თბილისი პრაიდი“ უსაფრთხოდ ჩატარდეს
ამსტერდამის მერი ფემკე ჰალსემა თბლისის მერ კახა კალაძეს „თბილისი პრაიდის“ კვირეულთან დაკავშირებით ოფიციალური წერილით მიმართავს.
წერილში, რომელსაც „თბილისი პრაიდი“ ავრცელებს, ამსტერდამის მერი მოუწოდებს კახა კალაძეს, რომ მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა უსაფრთხოდ ჩატარდეს „ღირსების მარში“.
„მე გთხოვთ რომ მიიღოთ ყველა საჭირო ზომა, რათა ლგბტ აქტივისტებმა უსაფრთხო და დაცულ გარემოში შეძლონ პრაიდის ჩატარება.
ღირსების მარშს, 5 ივლისს, ევროკავშირის სხვა მოქალაქეებდან ერთად დაესწრება ამსტერდამის პრაიდის ელჩი Hans Verhoeven-ი, დაველოდები მის დაბრუნებას ამსტერდამში და ვიმედოვნებ რომ ის მომიყვება როგორი წარმატებული, მშვიდობიანი და უსაფრთხო იყო თბილისი პრაიდში მონაწილეობა მისთვის», - აღნიშულია გავრცელებულ წერილში.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან