|
2021-07-02 16:55:01, 817 ნახვა
კომენტარი
სალომე ზურაბიშვილი - დღეს ვართ ძალიან ახლოს ნატო-ს ღია კართან და ეს პრაქტიკულად იმ ოჯახში ყოფნაა
დღეს ვართ ძალიან ახლოს ნატო-ს ღია კართან, ეს პრაქტიკულად იმ ოჯახში ყოფნაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჯეიმს აპატურაისთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. პრეზიდენტმა საქართველო-ნატო-ს ურთიერთობის განმტკიცებაზე ისაუბარ და ჯეიმს აპატურაის, გაწეული თანამშრომლობისთვის, მადლობა გადაუხადა. „დღეს ჩვენ თუ ვართ ძალიან ახლოს ღია კართან და ვიცით, რომ ამას შეიძლება კიდევ რაღაც დრო დასჭირდეს, მაგრამ ეს არის პრაქტიკულად იმ ოჯახში ყოფნა, რადგან კარები კარებია, გაწევრიანება - გაწევრიანება, მთავარია, ჩვენი ყოველდღიური თანამშრომლობა ძალიან კონკრეტული იყოს. ძალიან ბევრი დარგია, რომელშიც ვთანამშრომლობთ და მათთან თანამშრომლობა გვაძლევს იმ გაზრდილ უსაფრთხოების განცდას, რაც არის აუცილებელი ჩვენი ქვეყნისა და ეკონომიკური განვითარებისთვის. ეს ძალიან სერიოზულ როლს თამაშობს. ჩვენ დღეს იმისთვის ვართ აქ, რომ მადლობა გითხრათ მეგობრობისთვის, მაგრამ ასევე გთხოვთ და ვიცი, რომ ამ თხოვნაზე პასუხი იქნება დადებითი, გთხოვთ, დარჩეთ ჩვენი მეგობარი იმ ახალ ფუნქციაში, ახალ თანამდებობაზე, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ნატო-სთან ურთიერთობაში», - განაცხადა პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)