|
2021-07-01 16:46:59, 698 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგი
დარგის განვითარების გრძელვადიანი ხედვა - „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დღეს გამართულ პრეზენტაციაზე წარადგინა. მინისტრმა დეტალურად ისაუბრა განვითარების ხედვის მიმართულებებზე. „ჩვენთვის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესებაა, სადაც ბოლო წლების განმავლობაში, უდიდესი პროგრესი გვაქვს მიღწეული, მიუხედავად არაერთი გამოწვევისა. ატმოსფერული ჰაერის მართვა და ხედვა კომპლექსურ პოლიტიკას გულისხმობს. ჩვენ დავიწყეთ ამბიციურ გეგმებზე მუშაობა და მივიღეთ ახალი კანონმდებლობა, რომელიც ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრევენციას უზრუნველყოფს. მნიშვნელოვანი მსხვილი 150 საწარმო ვალდებული ხდება, რომ ატმოსფერული ჰაერის დაცვის მიზნით, მუდმივი მონიტორინგი აწარმოოს, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ მსხვილ, ინდუსტრიულ - სამრეწველო ქალაქებში ჩვენ უფრო სუფთა ჰაერი გვქონდეს. ახალი კანონმდებლობის ფარგლებში, ყველა მსხვილ ურბანულ აგლომერაციაში, ჩვენ გვექნება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის ისეთი გეგმები როგორიც, ბოლო წლებში, გავაკეთეთ ქალაქ თბილისისა და რუსთავისთვის. საქართველოს 10 მსხვილ აგლომერაციაში, შემუშავდება დეტალური ჰაერის ხარისხის მართვის გეგმები, რაც მოიცავს, ბევრ მიმართულებას, მათ შორის ემისიების შემცირებას. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მწვანე სივრცეების მოწყობას, ეკოლოგიური ტრანსპორტის ხელშეწყობას, გამკაცრდება მოთხოვნები საწვავის მიმართ, შეიქმნება მეტი სარეკრეაციო და გამწვანებული სივრცე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ბოლო წლებში, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ახალი სტანდარტები დაინერგა, სადაც მონიტორინგი ავტომატური სადგურების მეშვეობით უწყვეტად მიმდინარეობს, ხოლო 25 ქალაქში წელიწადში ოთხჯერ ჰაერის ხარისხის ინდიკატორული გაზომვები ტარდება. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით განახორციელა პროექტი, რომლის ფარგლებში მომზადდა ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის განვითარების გეგმა (გზამკვლევი), რომელშიც აღწერილია სამომავლო ნაბიჯები ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გასაუმჯობესებლად, მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით, ახალი სადგურების რაოდენობისა და განთავსების ადგილების იდენტიფიცირების შესახებ. მთავრობა შეიმუშავებს და განხორციელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების 10-ზე მეტ კომპლექსურ გეგმას ქვეყნის იმ ქალაქებისთვის, სადაც ჰაერის დაბინძურების პრობლემა აქტუალურია; შედეგად, ქვეყნის ურბანულ ცენტრებში:
სამრეწველო სექტორიდან ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით:
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)