|
2021-07-01 16:23:50, 400 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდ „სოხუმისა“ და ბრიტანული ხომალდ „HMS DEFENDER“-ის მონაწილეობით შავ ზღვაში ერთობლივი წვრთნები გაიმართა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სადარაჯო ხომალდ "სოხუმისა" და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების ხომალდ HMS DEFENDER-ის ეკიპაჟების მონაწილეობით, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ერთობლივი საზღვაო წვრთნები გაიმართა. შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სწავლება რამდენიმე ფაზად განხორციელდა და მოიცავდა სხვადასხვა ელემენტს, მათ შორის, სამოქალაქო ხომალდების გადაადგილების მონიტორინგს, ეჭვმიტანილი ხომალდის ადგილმდებარეობის განსაზღვრას და მის გამოკითხვას, დაზიანებული ხომალდის ბუქსირების იმიტაციას და საზღვაო მანევრებს. უწყების ცნობით, ერთობლივი წვრთნები ბრიტანელი კოლეგების გამოცდილების გაზიარებას, საქართველოს სანაპირო დაცვის შესაძლებლობების განვითარებას და ორი ქვეყნის საზღვაო დანაყოფების ერთობლივი მოქმედებების დახვეწას ისახავდა მიზნად. ამასთანავე, საზღვაო სწავლება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სამხედრო საზღვაო ფლოტის საჰაერო თავდაცვის თანამედროვე ტიპის გამანადგურებლის HMS DEFENDER-ის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა. გემი ბათუმის ნავსადგურში 26 ივნისს შემოვიდა. ხომალდის ვიზიტი მიზნად ისახავს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის დემონსტრირებას.
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)