2021-07-01 13:35:23, 695 ნახვა
საზოგადოება
კონგრესმენი ილჰან ომარი „თბილისი პრაიდს“ მხარდაჭერას უცხადებს
ამერიკელი დემოკრატი კონგრესმენი, ილჰან ომარი მხარდაჭერას უცხადებს თბილისი პრაიდს.
"ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მათ, ვინც საქართველოში თანასწორობისთვის იბრძვის". – წერს კონგრესმენი twitter-ზე.
ილჰან აბდულაჰი ომარი არის სომალი ამერიკელი სომალელი პოლიტიკოსი მინესოტიდან. 2016 წელს, ომარი აირჩიეს მინესოტის წარმოამდგენელთა პალატის წევრად, დემოკრატიულ-ფერმერ-ლეიბორისტული პარტიის რიგებიდან. ამით ის პირველი ამერიკელი სომალელი გახდა, რომელიც შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოში აირჩიეს.
Tbilisi Pride-ის ორგანიზებით პირველიდან ხუთი ივლისის ჩათვლით მოეწყობა პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც გაიმართება კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებები. 5 ივლისს კი რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში გაიმართება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,