|
2021-06-30 13:01:52, 865 ნახვა
კომენტარი
ალუდა ღუდუშაური „პრაიდზე“ - ვისაც ქვეყანა უყვარს, ასეთი ღონისძიებისგან თავს შეიკავებდა
ყველა თავს შეიკავებდა ასეთი ღონისძიების გამართვისგან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ღონისძიება ხელს შეუწყობს სიტუაციის ხელოვნურ დაძაბვას. „საპატრიარქო არავის არაფერს უკრძალავს, ეს ერთი, ამაზე შევთანხმდეთ. რაც შეეხება ორაზროვან, სამაზროვან გაგებას, არის ერთი რამ, რასაც ჩვენც ვიძახდით, რომ ვისაც მართლა გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და თვითმიზანი არაა, გავმართოთ ისეთი ღონისძიება, აქტივობა, რომელიც ხელოვნურად დაძაბავს სიტუაციას და აწევს ტემპერატურას, ასეთ შემთხვევაში, ასეთ სიტუაციაში ყველა თავს შეიკავებდა ასეთი ღონისძიების გამართვისგან“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა. შეგახსენებთ, რომ 1-5 ივლისის თბილისში პრაიდის კვირეული გაიმართება. ამასთან, 5 ივლისს დაგეგმილია „ღირსების მარში“.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)