|
2021-06-30 10:31:33, 2495 ნახვა
მსოფლიო
კომპანია „მოდერნას“ განცხადებით, მათი ვაქცინა კორონავირუსის „დელტა“ შტამის წინააღმდეგ ეფექტურია
კომპანია „მოდერნას“ განცხადებით, მათი ვაქცინა კორონავირუსის ინდური „დელტა“ შტამის წინააღმდეგ ეფექტურია. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ კომპანიაზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, მეცნიერებმა კვლევა 8 ადამიანის სისხლის ნიმუშზე ჩაატარეს, რომლებიც ვაქცინის ორივე დოზის მიღებიდან ერთი კვირის შემდეგ აიღეს. ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინა ანტისხეულების წარმოქმნით ბევრად ეფექტური იყო კორონავირუსის ინდური „დელტა“ შტამის წინააღმდეგ, ვიდრე სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი „ბეტა“ ვარიანტის წინააღმდეგ. „ახალი მონაცემები ხელს უწყობს და აძლიერებს ჩვენს რწმენას, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო „მოდერნას“ ვაქცინა დაგვიცავს ვირუსის ახლად აღმოჩენილი ვარიანტებისგან“, - განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, სტეფან ბანცელმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)