|
2021-06-29 19:06:25, 1449 ნახვა
მსოფლიო
Washington Post-ის ინფორმაციით, მოსკოვში ყალბ კოვიდ სერტიფიკატს 25 აშშ დოლარად ყიდიან
მოსკოვში, მას შემდეგ, რაც მოსახლეობის კორონავირუსზე ვაქცინაციის წესები გამკაცრდა, ყალბი კოვიდ სერტიფიკატების გაყიდვა დაიწყეს, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Washington Post-ი წერს. როგორც გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მათ ანონიმურმა წყარომ მიაწოდა ინსტაგრამ მიმოწერის ასლები, სადაც მას თაღლითურად შექმნილ კოვიდ სერტიფიკატს $25-ად სთავაზობდნენ, რისთვისაც პირადი ინფორმაციისა და მონაცემების გადაგზავნას ითხოვდნენ. მოსკოვში ყალბი ვაქცინაციის სერტიფიკატების მომსყიდველთა რაოდენობის ზრდა მას შემდეგ ფიქსირდება, რაც დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ მოსახლეობის 60%-ისთვის, კერძოდ, პედაგოგებისთვის, ტაქსის მძღოლებისთვის, გამყიდველებისთვის და სხვა ქალაქის მომსახურების სფეროში დასაქმებულებისთვის კოვიდვაქცინაცია სავალდებულო იქნება. ახალი წესებით, რესტორნებში, ან ბარში შესულმა პირებმა QR კოდით უნდა დაადასტურონ, რომ აცრილები არიან, ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხი წარადგინონ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)