|
2021-06-29 13:50:51, 1084 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე აცხადებს, რომ პრაიდის კვირეულის ჩატარება მიზანშეწონილად არ მიაჩნია
არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ამის გაკეთება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ პრაიდის კვირეულის ჩატარებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება დაცულია. „გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში დაცულია. ჩვენ წლების წინ მნიშვნელოვანი კანონი მივიღეთ, სადაც ყველა არის თანასწორუფლებიანი და ყველას აქვს გამოხატვის შესაძლებლობა. რაც შეეხება ზოგადად პრაიდის კვირეულს, მე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ამის გაკეთება, იმიტომ, რომ არსებობს კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული ჯგუფები, რომლებმაც შეიძლება ეს არასწორად გამოიყენონ როგორც ერთი მხრიდან, ასევე მეორე მხრიდან. გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია, ვერ მოიყვანთ ვერც ერთ ფაქტს და შემთხვევას, რომ ადამიანებს გამოხატვის თავისუფლება ეზღუდებოდეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ 1-5 ივლისის თბილისში პრაიდის კვირეული გაიმართება. ამასთან, 5 ივლისს დაგეგმილია „ღირსების მარში“.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)