|
2021-06-29 12:16:32, 1155 ნახვა
კომენტარი
ამირან გამყრელიძე - გუშინ ე.წ ინდური შტამის 7 შემთხვევა დადასტურდა, დღეს შტამის ცირკულაცია 10-დან 20%-მდეა
„გუშინ ე.წ ინდური შტამის 7 შემთხვევა დადასტურდა, დღეს შტამის ცირკულაცია 10-დან 20%-მდეა“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ე.წ ინდური შტამი 85 ქვეყანაშია უკვე გავრცელებული. „გუშინ ინდური შტამის 7 შემთხვევა დადასტურდა. სხვადასხვა პროგნოზირების მაჩვენებლებით, როგორც საერთაშორისო ინსტიტუციების, ისე ჩვენი მოდელირებით, ვფიქრობთ, რომ დღეს უკვე 10-დან 20%-მდე უკვე მერყეობს დელტა შტამის ცირკულაცია ქვეყანაში. მოგეხსენებათ, ეს პროგნოზირებადი იყო იმდენად, რამდენადაც დელტა შტამი თანდათან ბრიტანეთში და ევროპის რიგ ქვეყნებში ანაცვლებს ე.წ. ბრიტანულ შტამს და მისი გავრცელება უფრო და უფრო ინტენსიური ხდება. დღევანდელი მონაცემით, თუ არ ვცდები, 85 ქვეყანაშია დელტა შტამი დაფიქსირებული“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)