03:36 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-26 12:18:48, 434 ნახვა

საზოგადოება
ბესარიონ სიმონიშვილმა ზუგდიდში დევნილი ოჯახებისთვის შესყიდული სახლები მოინახულა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ მიმდინარე წელს სამეგრელოს რეგიონში სოფლად სახლი 300-ზე მეტ დევნილ ოჯახს შეუსყიდა.

სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით,  დევნილები ახალ საცხოვრებელს თავადვე არჩევენ და  სახლების უმეტესობას თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც მათთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს.

„ჩვენ შევხვდით დევნილ ოჯახებს, რომლებსაც უკვე საკუთარი სახლი და ეზო აქვთ.  „სოფლად სახლის“ პროექტი წარმატებით მუშაობს და ამის არა ერთი მაგალითი გვაქვს. მნიშვნელოვანია, რომ  წელს, პროექტის ფარგლებში, თითოეული ოჯახისთვის გამოყოფილი თანხაც გავზარდეთ და წლის ბოლომდე,  მთელი ქვეყნის მასშტაბით, დამატებით 1000-ზე მეტ სახლს შევისყიდით“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის გადაცემული სახლები სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი გუგუჩიასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან ერთად მოინახულა.

„სოფლად სახლის“  პროექტი 2013 წლიდან ფუნქციონირებს. სახელმწიფომ საცხოვრებელი უკვე შეუსყიდა 5142  დევნილ ოჯახს, მათ შორის 2144-ს სამეგრელოს რეგიონში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics