03:36 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-25 15:38:33, 489 ნახვა

საზოგადოება
სუხიშვილის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, სამგორის რაიონში, სუხიშვილის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია დაასრულა.

კეთილმოწყობილი სივრცე დღეს, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ დაათვალიერა.

,,კიდევ ერთი მწვანე სივრცე შეემატა დედაქალაქს ილიკო სუხიშვილის სახელობის სკვერის სახით, რომელიც დაახლოებით 7 000 კვ.მ ფართობზეა გაშენებული. ეს სკვერი პრაქტიკულად, განადგურებული იყო, არ იყო შემორჩენილი მწვანე ნარგავებიც. ახლა კი ეს კეთილმოწყობილი სივრცე  ბულვარით დაუკავშირდება ახლომდებარე მეორე სკვერს“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 7 180 კვადრატული მეტრია, საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სპორტული მოედნები, კიბეები, ფანჩატური, განათების, ვიდეომეთვალყურეობისა და სარწყავი სისტემები, სასმელი წყლის სოკო და წყარო მოეწყო, ასევე, განთავსდა საპარკე ფურნიტურა. განხორციელდა გამწვანების სამუშაოებიც - დაირგო სხვადასხვა სახეობის 1306 ძირი მწვანე ნარგავი და დაითესა ბალახი.

დასრულებულ სამუშაოებს ასევე გაეცნენ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, შპს ,,ეკოსერვის ჯგუფის“ დირექტორი ვახტანგ ნოზაძე და დედაქალაქის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics