23:56 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-25 12:52:39, 550 ნახვა

სამართალი
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა ტვირთში მავნე ორგანიზმები გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ,,სარფი" და ,,ფოთის პორტი" ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, სასაზღვრო კონტროლის პროცედურების განხორცილებისას იმპორტის მოთხოვნებთან შეუსაბამობის ფაქტები გამოვლინდა.

ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი", თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში, შემოტანილი იქნა სხვადასხვა სახის ხილ-ბოსტნეული.

„ფიტოსანიტარის მიერ, ტვირთის იდენტურობისა და მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლის განხორციელებისას, 1952 კილოგრამ პომიდორს აღმოაჩნდა საკარანტინო მავნე ორგანიზმი. საქართველოს მთავრობის N463-ე დადგენილების თანახმად, აღნიშნული საქონელი განადგურებას დაექვემდებარა. იმპორტის პირობებთან შეუსაბამობის მეორე ფაქტი, რომელიც საბაჟო გამშვებ პუნქტში - ,,ფოთის და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა'', გამოვლინდა, შეეხება 82 500 კილოგრამ ქათმის გაყინულ ხორცს. ტვირთის ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის ჩატარებისას, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, დადასტურდა ჯანმრთელობისთვის საშიში მავნე ორგანიზმი. სურსათის ეროვნული სააგენტოს ბრძანებით, პროდუქტის მწარმოებელ კომპანიას შეუჩერდა საქართველოში იმპორტის უფლება ერთი წლის ვადით, ხოლო ტვირთი, საქართველოს მთავრობის ზემო აღნიშნული დადგენილების შესაბამისად, დაექვემდებარა გადამუშავებას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირების ზედამხედველობით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics