15:21 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-24 13:53:37, 832 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - სანქციებს დაელოდოს ოპოზიცია!

სანქციებს დაელოდოს ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტს დღემდე ხელს არ აწერს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ღიმილის მომგვრელია, როდესაც პარტია შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს და მმართველ გუნდს სანქციებზე ესაუბრება.

„სანქციებს დაელოდოს ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც საარჩევნო შედეგებით პირველი ოპოზიციური პარტიაა და  შარლ მიშელის დოკუმენტს დღემდე ხელს არ აწერს. ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტი ხელს არ აწერს შარლ მიშელის დოკუმენტს. ესენი საუბრობენ სანქციებზე? ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი. როცა პარტია ხელს არ აწერს შარლ მიშელის დოკუმენტს და ამ დოკუმენტზე დაყრდნობით რაღაც სანქციებზე გესაუბრება, ეს არის ღიმილის მომგვრელი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics