18:19 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-23 18:50:53, 2262 ნახვა

მსოფლიო
შავ ზღვაში ბრიტანულ ხომალდს რუსეთის საზღვაო ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს

შავ ზღვაში ბრიტანულ ხომალდს რუსეთის საზღვაო ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს.

ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, რუსეთის საზღვაო ძალებმა გაერთიანებული სამეფოს გამანადგურებელ ხომალდს გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნეს, ხოლო გემის წინ ბომბები ჩამოყარეს.

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, ბრიტანული გემი რუსეთის წყლებში შევიდა, რასაც გამაფრთხილებელი გასროლა მოჰყვა.

„Defender-ი გაფრთხილებულ იქნა, რომ გამოყენებული იქნებოდა იარაღი, თუ ის რუსეთის ფედერაციის საზღვარს გადაკვეთდა.

გაფრთხილებას რეაქცია არ მოჰყოლია“, - წერია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics