11:36 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-02 09:51:33, 1936 ნახვა

სამართალი
შსს-მ ტროტილი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული გიორგი მ. და 1983 წელს დაბადებული ლაშა ა. ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დამზადება-გადაზიდვის და ტარების ბრალდებით დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გიორგი მ. მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანის მახლობლად, საავტომობილო გზაზე იმ დროს დააკავეს, როცა მას ასაფეთქებელი ნივთიერება ავტომანქანით საკუთარ სახლში მიჰქონდა. პოლიციამ დაკავებულის ავტომობილის ჩხრეკისას სალონიდან 1 კილო და 824 გრამი ტროტილი, 6 ცალი ცეცხლგამტარი ზონარი და კაფსულ-დეტონატორი ამოიღო.
შსს-ს ცნობით, გიორგი მ-ს ტროტილი საჩუქრად მეგობარმა - ჭიათურის რაიონის სოფელ მერევში მცხოვრებმა ლაშა ა-მ გადასცა, რომელმაც აღნიშნული ფეთქებადი ნივთიერება რამდენიმე წლის წინ ჭიათურაში თავად მოიპოვა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლაშა ა. რუსთავში, მეუღლის მშობლების სახლში დააკავეს. ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დამზადება-გადაზიდვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარტა კოსი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ - ჩვენ მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით
სუს: 9 რეგიონში ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 28 პირი
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი. საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკი ქმნის ინკლუზიურ საბანკო მომსახურებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics