|
2021-06-21 23:33:15, 1300 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე: მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი შშმ პირებისთვის ადაპტირებული იყოს
მოქალაქეებს თავისუფლად უნდა შეეძლოთ კონკრეტული ქუჩების გამოყენება, გადაადგილება და ტრანსპორტით სარგებლობა. ამ მიმართულებით მუშაობა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება იმისათვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს ინკლუზიური და ყველასთვის ადაპტირებული, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის სოციალური და ჯანდაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა. მისი თქმით, წარმოებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში მაქსიმალურად არის გათვალისწინებული პროექტის შშმ პირებისთვის ადაპტირების კომპონენტი. გარდა ამისა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მხარდაჭერის მიზნით, თბილისის მერია სხვადასხვა პროგრამას ახორციელებს. მათ შორისაა: სოციალურად დაუცველი, მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლო პირებისთვის დახმარების პროგრამა, რომლის ფარგლებში, 641 პირზე ყოველწლიურად 900 ლარი გაიცემა; სოციალურად დაუცველ, 18 წლამდე ასაკის შშმ პირთა დახმარების პროგრამა, რომელშიც ჩართულია 1031 მოზარდი და მათ წლის განმავლობაში 800 ლარი ერიცხებათ; ასევე, მოქმედებს შშმ ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების პროგრამა, რომლის ფარგლებში, თითოეულ ბენეფიციარზე 800 ლარის ღირებულების ვაუჩერი გაიცემა. როგორც თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა აღნიშნა, მუნიციპალიტეტი ასევე ახორციელებს შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამას, რომლის ფარგლებში ფინანსდება შშმ პირთა ორგანიზაციების პროექტები და მათი ინდივიდუალური საჭიროებები.
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
ტრამპმა კაპიტოლიუმის შენობაში შტურმის შედეგად დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გაცემის შესაძლებლობა წამოჭრა
ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ავტოინდუსტრიები ელექტრომობილების წარმოშობის წესების შემსუბუქებას ითხოვენ ახალი ტარიფების რისკის გამო
სოფელ დიდგორთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)