18:28 - 07 Jul, 2026
|
2021-06-18 10:25:06, 1794 ნახვა
მსოფლიო
მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 4 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 4 მილიონს გადააჭარბა, - ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, COVID-19-ით დაღუპულთა რიცხვმა ერთი წლის განმავლობაში 2 მილიონი შეადგინა, ხოლო შემდეგი 2 მილიონი მხოლოდ 166 დღეში დაფიქსირდა. კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოს პირველ ხუთეულში აშშ, ბრაზილია, ინდოეთი, რუსეთი და მექსიკა შედიან. აღნიშნულ ქვეყნებში მსოფლიოში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობის 50% მოდის. ჯანდაცვის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით გარდაცვლილთა სტატისტიკა ოფიციალურ მონაცემებზე ბევრად მაღალია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)