01:44 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-17 17:19:24, 1117 ნახვა

სამართალი
შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონებში სამართალდარღვევის ფაქტები გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონებში „თბილისი" და „თბილისი 2" სამართალდარღვევის ფაქტები გამოვლინდა. 2 კომპანიის მიერ, რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციებს, რისკების მართვის პროგრამის ფარგლებში, წითელი დერეფანი განესაზღვრათ და ტვირთი დათვალიერებას დაექვემდებარა.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის მიერ, განხორციელდა დეკლარაციის, თანმხლები დოკუმენტებისა და საქონლის ფიზიკური დათვალიერება. დეკლარირებულ და საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე რეალურად შემოტანილ საქონელს შორის შეუსაბამობამ საერთო ჯამში - 68 886,54 ლარი შეადგინა.

მათივე ცნობით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ერთ-ერთ გადასახადის გადამხდელს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 11 384 ლარის ოდენობით შეეფარდა, ხოლო მეორე გადამხდელის მიმართ (დეკლარირებულ საქონელს შორის შეუსაბამობა - 57 502,54 ლარის ოდენობით დაფიქსირდა), საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics