08:39 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-17 13:14:18, 855 ნახვა

საზოგადოება
მეუფე იაკობი ჟურნალისტებს - ბავშვებისთვის დიდი სტრესია, ყიზილბაშებივით ალყა რომ გაქვთ პანსიონზე შემორტყმული

ალყა რომ გაქვთ პანსიონზე ყიზილბაშებივით შემორტყმული, დიდი სტრესია ბავშვებისთვის, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს მიმართა.

როგორც მან აღნიშნა, სახალხო დამცველთან აბსოლუტურად გულღია და გულითადი საუბარი ჰქონდა.

„ჩვენ აბსოლუტურად გულღია და გულითადი საუბარი გვქონდა. მიმოვიხილეთ პრობლემები და შევთანხმდით იმაზე, რომ სახალხო დამცველი და მე შემდეგი კვირის ბოლოს ერთად ჩავალთ პანსიონში. შეხვედრის დროს პრეტენზიები არ ყოფილა, აქ მტყუან-მართალზე არ იყო საუბარი. უბრალოდ, ჩვენ ვცდილობთ ბავშვების საუკეთესო ინტერესები გავითვალისწინოთ და დროზე დავამთავროთ ასეთი დაძაბული სიტუაცია.

ალყა რომ გაქვთ შემორტყმული ყიზილბაშებივით, ბავშვები გუშინ გეუბნებოდნენ წადით-წადითო,  გარეთ გვინდა სეირნობა და თქვენს გამო ვერ გამოვდივართ გარეთო, რატომ უშლით ნერვებს ბავშვებს?“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics