|
2021-06-16 23:08:03, 623 ნახვა
კომენტარი
ფინანსთა მინისტრი - განათლების სისტემა და ძლიერი ადამიანური კაპიტალი ქვეყნის განვითარების ფუნდამენტია
განათლების სისტემა და ძლიერი ადამიანური კაპიტალი ქვეყნის განვითარების ფუნდამენტია, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სასწავლო პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. მან სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს მიულოცა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის საერთაშორისო სააგენტოს (FIBAA) ოფიციალური აკრედიტაციის მოპოვება და წარმატებები უსურვა. „ფინანსთა სამინისტროს თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლასთან საკმაოდ ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებს. მოხარული ვარ, რომ სკოლის ბევრი კურსდამთავრებული ძალიან წარმატებით საქმიანობს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში. განათლების სისტემა და ძლიერი ადამიანური კაპიტალი ქვეყნის განვითარების ფუნდამენტია. ეს არის განვითარებულ ქვეყნებს შორის საქართველოს მოხვედრის კარგი შესაძლებლობა. დარწმუნებული ვარ, FIBAA-ს ოფიციალური აკრედიტაციის მიღების შემდეგ, თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა კიდევ უფრო პოპულარული და მოთხოვნადი გახდება აბიტურიენტებში, ახალგაზრდებში, ვინც დაინტერესებულები არიან სწავლის გაგრძელებით. წარმატებები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლას (ISET). ვფიქრობ, მათი ეს აღიარება სტიმული იქნება სხვა უნივერსიტეტებისთვისაც", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
ტრამპმა კაპიტოლიუმის შენობაში შტურმის შედეგად დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გაცემის შესაძლებლობა წამოჭრა
ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ავტოინდუსტრიები ელექტრომობილების წარმოშობის წესების შემსუბუქებას ითხოვენ ახალი ტარიფების რისკის გამო
სოფელ დიდგორთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)