2021-06-16 19:02:37, 1105 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 200 ათასი ლარით იზრდება
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 200 000 ლარით იზრდება. უწყების ფინანსურ დოკუმენტში ცვლილების შეტანის თაობაზე აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს.
საკითხი აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ წარადგინა.
ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში სამინისტროს ბიუჯეტი 27 200 000 ლარი იქნება. ნამატი თანხა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებზე გადანაწილდება. კერძოდ გაიზრდება - მოსახლეობის საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსების, ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაცია/რეაბილიტაციის, ბავშვთა ადრეული განვითარების, აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისა და შშმ პირთა და ხანდაზმულთა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის პროგრამების ბიუჯეტი.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),