00:04 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-16 16:06:46, 898 ნახვა

რეგიონი
აჭარის დასაქმების სააგენტომ და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა ბათუმში „სანსეტ ბათუმში“ დასაქმების ფორუმი გამართა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტომ და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა, დასაქმების მხარდაჭერის სახელმწიფო სააგენტოსთან და საქართველოს გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით, ბათუმში ,,სანსეტ ბათუმში’’ დასაქმების ფორუმი გამართა.

ფორუმზე აჭარის რეგიონში მოქმედი 40-მდე მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის ვაკანსიები წარმოადგინეს. სამუშაო ადგილები სასტუმრო, სარესტორნო, სავაჭრო, სამშენებლო, კრუინგული, საბანკო სფეროებიდან იყო წარმოდგენილი.

ღონისძიებაზე სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ დამსაქმებლებს, გასაუბრებოდნენ სასურველი ვაკანსიის თაობაზე და წარმოეჩინათ საკუთარი უნარები პოტენციურ დამსაქმებელთან პირდაპირი კომუნიკაციის გზით.

დასაქმების ფორუმის მიზანია რეგიონულ შრომის ბაზარზე არსებული ან/და მოსალოდნელი ვაკანსიების და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაციის თავმოყრა ერთ სივრცეში. სამუშაოს მაძიებელს, დამსაქმებელსა და პროფესიულ სასწავლებელს შორის  პირდაპირი კომუნიკაციის ორგანიზება.

დასაქმების ფორუმი ევროკავშირის მიერ მზარდაჭერილი პროექტის, ,,სწავლა, წვრთნა, მიღწევა  და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის)’’ ფარგლებში გაიმართა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics