09:30 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-16 14:43:06, 940 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზამ“ უცხოელ კოლეგებს უმასპინძლა

„საქართველოს რკინიგზის“ მენეჯმენტის წევრებმა სამხრეთ კავკასიის რკინიგზების წარმომადგენლებს უმასპინძლეს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე გამოწვევები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

„ღონისძიების ფარგლებში საუბარი თბილისი-ერევანი-თბილისის მიმართულებით განახლებულ რეისს შეეხო. მხარეებმა სატვირთო გადაზიდვები, სატარიფო პოლიტიკა და დოკუმენტაციის ელექტრონული გაცვლის სისტემები განიხილეს. მათ ასევე სასაზღვრო სადგურზე მატარებლების მიღება-გადაცემის საკითხების გაუმჯობესებასა და საკონტეინერო ბლოკ მატარებლების ორგანიზების ტექნოლოგიის ახალ რედაქციაზე იმსჯელეს. ვიზიტის ფარგლებში ურთიერთშეთანხმების დოკუმენტს ხელი საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ მოაწერა”, - აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics