17:50 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-15 14:54:08, 1262 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ ფინტექ ინდუსტრიის განვითარების მიზნით პროექტების განხორციელებას განაგრძობს

„საქართველოს ბანკი“ ფინტექ ინდუსტრიის განვითარების მიზნით პროექტების განხორციელებას განაგრძობს.

როგორც „ექსპრესნიუსს" „საქართველოს ბანკიდან" აცნობეს , სხვადასხვა სერვისპროვაიდერთან თანამშრომლობით, ბანკმა პარტნიორ ფინტექ კომპანიებს ამჯერად სპეციალური, მათზე მორგებული შეთავაზებები მოუმზადა.

მათივე განმარტებით, ფინტექ კომპანიები, რომლებიც საქართველოს ბანკის მომხმარებლები არიან, ამიერიდან სპეციალური პირობებით შეძლებენ მათ ბიზნეს საჭიროებებზე გათვლილი სერვისებით სარგებლობას ისეთი პროვაიდერებისგან, როგორიცაა: იურიდიული თუ ღრუბლოვანი სერვისების პროვაიდერები, ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიები, გაყიდვების მენეჯმენტი, IT და მარკეტინგული სერვისების მომწოდებელი კომპანიები და სხვა.

გარდა ამისა, შეძლებენ საერთო სამუშაო სივრცეების გამოყენებისას შეღავათიანი ფასებით ისარგებლონ.

შეთავაზებების სრული სია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3ul9fgs

„საქართველოს ბანკი“ მუდმივად ცდილობს, ხელი შეუწყოს ბიზნესს სამომავლო განვითარებაში. ერთ-ერთი ასეთი ბიზნეს მიმართულება ფინტექ სფეროა, რომელიც საქართველოს ბაზარზე ახლა იკიდებს ფეხს. ღია ბანკინგის დამკვიდრებასთან ერთად კი, კიდევ უფრო იზრდება ფინტექ ინდუსტრიის საჭიროება. სწორედ ამ მიზნით, „საქართველოს ბანკმა“ მჭიდრო თანამშრომლობა დაიწყო ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე არსებულ სხვადასხვა სერვისპროვაიდერ კომპანიასთან. თანამშრომლობის ფარგლებში, ბანკის პარტნიორი ფინტექ მიმართულების ბიზნესები ფასდაკლებებითა და განსაკუთრებული პირობებით შეძლებენ გამართულად ოპერირებისთვის საჭირო მრავალფეროვან სერვისზე წვდომას. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ აღნიშნული სფეროს უფრო სწრაფ ზრდასა და განვითარებას. ასევე, სფეროში მოღვაწე ადამიანების ცოდნის ამაღლებას“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics