|
2021-06-14 12:52:59, 629 ნახვა
საზოგადოება
„სინოვაკის“ ვაქცინით ექიმები, ტურიზმის სექტორისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები იცრებიან
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის 2 დიდ ქალაქში თბილისსა და ბათუმში ექიმების, ტურიზმისა და კულტურის სფეროს წარმომადგენელთა მასობრივი ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. მათივე ცნობით, იმუნიზაციის მსურველები „სინოვაკის“ ვაქცინით ბათუმის საოჯახო მედიცინის ცენტრში, თბილისისა და ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იცრებიან. პროცესს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ესწრება. „ჩინური წარმოების „სინოვაკის“ ვაქცინა სინოფარმის მსგავსად, ტრადიციულ მეთოდზე, ანუ ინაქტივრებული ვირუსის მეთოდოლოგიაზე დამყარებული ვაქცინაა. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 14-28 დღის ინტერვალით კეთდება. სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულმა ფართომასშტაბიანმა კვლევებმა აჩვენა, რომ მეორე დოზის მიღების შემდეგ „სინოვაკის“ ვაქცინა (როგორც COVID-19-ის საწინააღმდეგო სხვა ვაქცინები) 85-100%-ით ეფექტურია COVID-19-ის მწვავე გართულებისა და ჰოსპიტალიზაციის წინააღმდეგ. „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ნებაყოფლობითი ვაქცინაციის მიღების საშუალება ეტაპობრივად ტურიზმის სექტორის ყველა წარმომადგენელს ექნება. ვაქცინაცია ხელს შეუწყობს ეკონომიკისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგის სწრაფ აღდგენას. ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლების ვაქცინაცია თბილისში, ბათუმსა და თელავში მიმდინარეობს. 14 ივნისის მონაცემებით, „სინოვაკით“ 25 857 ადამიანი აცრილი. შეგახსენებთ, რომ ივლისი-ოქტომბრის პერიოდში ქვეყანა ვაქცინის 3 მილიონ 200 000-ზე მეტ დოზას მიიღებს. ეს იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინები, კერძოდ „ფაიზერის“, „სინოფარმის“, „სინოვაკის“, „ნოვავაქსის“ და „ჯონსონის-ენდ- ჯონსონის“ ვაქცინები. კოვაქსის პლატფორმით კი უკვე ივნისში საქართველო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43000-მდე დოზას მიიღებს. „ასტრაზენეკას“ ადმინისტრირებისთვის განიხილება დამატებითი სამედიცინო დაწესებულებების მობილიზებისა და პროგრამაში ჩართვის საკითხი. ვაქცინაცია სწორი არჩევანია COVID-19-სგან საკუთარი თავის, ოჯახისა და საზოგადოების დასაცავად. ვაქციანაცია ამცირებს დაინფიცირების, ავადობის და სიკვდილობის რისკს და პანდემიის შეჩერების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა", - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)