10:27 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-13 15:34:26, 1086 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ცნობით, ამ დროისთვის ნინოწმინდის პანსიონში 23 ბავშვი იმყოფება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ ბარკალაიას ცნობით, ნინოწმინდის პანსიონში ამ დროისთვის 23 ბავშვი იმყოფება.

საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ მან მედიასთან განაცხადა, რომ ხსენებული ბავშვები სოციალური მუშაკების ყურადღების ქვეშ იმყოფებიან.

„ჩვენ ვმუშაობთ ოჯახების მოძიებასა და გაძლიერებაზე, რათა პირველ რიგში მოხდეს ოჯახებში ინტეგრაცია და ეს პროცესი გრძელდება. ამ ეტაპზე 23 ბავშვია ნინოწმინდაში, დიდი უმრავლესობა გაყვანილია ოჯახებში, მაგრამ ასევე არიან ალტერნატიული ზრუნვის სერვისებშიც. ეს არ უნდა გაგრძელდეს ხანგრძლივად, კანონმდებლობით 2022 წლის პირველი აპრილიდან ძალაში შედის ლიცენზირების შესახებ კანონის ის პუნქტები, რომელიც დიდი ზომის ინსტიტუციების დახურვას მოიაზრებს და ალტერნატიული ზრუნვის სერვისების მიწოდებას გულისხმობს“, - აცხადებს თამარ ბარკალაია.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2022 წლის 1-ელი აპრილიდან კანონმდებლობა შედის ძალაში, რომლის თანახმად, ნინოწმინდის ბავშთა პანსიონი შესაძლოა, დაიხუროს და მოხდეს მისი ჩანაცვლება მცირე საოჯახო ტიპის სერვისის სახით.

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოში კარლ ჰარცელისა და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics