10:26 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-13 12:05:29, 530 ნახვა

საზოგადოება
სამტრედიის დევნილთა დასახლებაში ბავშვებისთვის სათამაშო მოედანი მოეწყო

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, სამტრედიაში, დევნილთა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილი ბავშვთა სათამაშო მოედანი და სატრენაჟორო სივრცე დაათვალიერა.

გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით, დევნილთა დასახლებებში,  მცირე მასშტაბის, 21 ინფრასტრუქტურული პროექტი უკვე დასრულდა და დამატებით, კიდევ 4 განხორციელდება.  სამუშაოების დაგეგმვისას მაქსიმალურად არის გათვალისწინებული დასახლებებში არსებული საჭიროებები.

გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის  დაფინანსებულ პროექტს, რომელიც დევნილთა  სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობასთან ერთად, მათ განსახლებას,  ეკონომიკურ და  საგანმანათლებლო გაძლიერებას ითვალისწინებს, ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics