11:56 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-10 13:59:51, 664 ნახვა

პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრმა ნიდერლანდების სამეფოს ელჩთან შეხვედრა გამართა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დღეს, უწყებაში ნიდერლანდების სამეფოს ელჩს მააიკე ვან კოლდამს უმასპინძლა. გაცნობით შეხვედრაზე ჯუანშერ ბურჭულაძემ დიპლომატს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში ნიდერლანდელი დამკვირვებლების მონაწილეობის მნიშვნელობა აღნიშნა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს. მინისტრმა ელჩს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ნატოს მეტ ჩართულობას საქართველოში, ასევე ალიანსის აქტიურ არსებობას შავი ზღვის რეგიონში ქვეყნის უსაფრთხოებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

შეხვედრის ერთ-ერთი თემა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფება იყო. ამ მხრივ განსაკუთრებული აქცენტი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციაზე გაკეთდა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა SNGP-ის ერთ-ერთი წარმატებული ინიციტივის - თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) განხორციელებაში ნიდერლანდური მხარის კონტრიბუცია და ნიდერლანდების სამეფოს კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტსა და DIB სკოლას შორის არსებულ შესანიშნავ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics