11:57 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-09 12:24:03, 485 ნახვა

პოლიტიკა
„სტრატეგია აღმაშენებელი“ ინიციატივით გამოდის, 20 ივნისს დაზარალებულებს სახელმწიფომ პენსია დაუნიშნოს

პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ ინიციატივით გამოდის, 20 ივნისს დაზარალებულებს სახელმწიფომ პენსია დაუნიშნოს.

აღნიშნულის შესახებ პარტიის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ვალდებულება, უზრუნველყოს მათი სამედიცინო ხარჯების დაფარვა და ჯანმრთელობის მდგომარეობის რეაბილიტაცია

„სამწუხაროდ, ამნისტიის კანონი იქცა ისევ და ისევ პოლიტიკური ძიძგილაობის საგნად. ვფიქრობ, პირველ რიგში ეს არის ის, რაც ეწინააღმდეგება შარლ მიშელის დოკუმენტის იმპლემენტაციას. ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ გამოვდივართ ინიციატივით, შეიქმნას სპეციალური კანონი, რომლითაც 20 ივნისს დაზარალებულებს მიეცემა შესაბამისი კომპენსაცია, დაენიშნება პენსია სახელმწიფოს მხრიდან და რაც მთავარია, მთელი მათი ცხოვრების მანძილზე სახელმწიფოს ექნება სრული ვალდებულება უზრუნველყოს მათი სამედიცინო ხარჯების დაფარვა და ჯანმრთელობის მდგომარეობის რეაბილიტაცია“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics