12:56 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-08 17:33:43, 1239 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე: გულწრფელი მადლობა ყველას, ვინც წლების მანძილზე იბრძოდა თბილისის რეკრეაციული სივრცეების გადასარჩენად

თბილისის მერი კახა კალაძე მადლობას უხდის არასამთავრობო სექტორის ყველა იმ წარმომადგენელს და სამოქალაქო აქტივისტს, რომელიც დედაქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და რეკრეაციული სივრცეების შენარჩუნებისთვის იბრძოდა.

ამის შესახებ კალაძემ თბილისის ეკოლოგიური პოლიტიკის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

„მერიის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, თბილისში გარემოს დაცვის პროცესში ჩართულები იყვნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. მინდა, მათ გულწრფელი მადლობა გადავუხადო ამ მხარდაჭერისთვის. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც წლების განმავლობაში წვიმაში, თოვლსა და ქარში რეკრეაციული სივრცეების გადასარჩენად იბრძოდა. გვახსოვს ასეთი შემთხვევები. გვაქვს კონკრეტული არეალები ქალაქში - ვაკის პარკი, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია, ანბანის სკვერი და სხვა, რომლებიც ამ ადამიანების ჩართულობით, მათი პროტესტის შედეგად გადარჩა. კიდევ ერთხელ, გულწრფელი მადლობა მათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics