|
2021-06-08 14:21:20, 1491 ნახვა
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი ავიაციის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ავიაციის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ავიაციის კომიტეტის ორგანიზებით გაიმართა და მასში ავიაციის კომიტეტის 60-მდე წევრი კომპანიის წარმომადგენელი მონაწილეობდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია, კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი მოლოდინაშვილი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე და აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე. შეხვედრაზე განიხილეს ინდუსტრიის წინაშე კოვიდპანდემიის შედეგად არსებული გამოწვევები და ისეთი პრიორიტეტული საკითხები, როგორიცაა ავიაციის სექტორში დასაქმებულთა ვაქცინაცია, საავიაციო სტრატეგიის შექმნა,პოსტპანდემიური ეფექტური საკომუნიკაციო მექანიზმის შემუშავება, კერძო-საჯარო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები და სხვა. ამასთან, შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ ავიაციის სექტორი, რომელიც კოვიდ 19-ის პანდემიის შედეგად ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორია, აქტიურ გამოცოცხლებას იწყებს და ამ მხრივ დადებითი დინამიკა შეინიშნება. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, ავიაციის სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა, მათ შორის ახალი მიმართულებების კუთხით, ინტენსიურად გაგრძელდება. „მისასალმებელია, რომ ავიაციის სექტორი თავადაც აღნიშნავს იმ დადებით დინამიკას, რაც აისახება ციფრებში - დღეისთვის უკვე აღდგენილია ავიარეისების 2019 წლის ნიშნულის 55%. რა თქმა უნდა, შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას კერძო სექტორთან, მათ შორის ახალი მიმართულებებით, როგორიცაა ავიაციის სექტორში დასაქმებული პირების ვაქცინაცია, ავიაციის ინდუსტრიის სამოქმედო გეგმისა და სტრატეგიის შემუშავება, ასევე ინდუსტრიაში ჩართული კომპანიების ხელშეწყობა, რათა კიდევ უფრო სწრაფად და მდგრადად მოხდეს ჩვენს ქვეყანაში ავიაციის სექტორის გაძლიერება, რაც, პირველ რიგში, ხელს შეუწყობს ტრანსპორტისა და ტურიზმის დარგის განვითარებას", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)