|
2021-06-07 17:58:26, 833 ნახვა
სამართალი
მეგი ბაქრაძის ოჯახი ექიმებისთვის ბრალის დამძიმებას ითხოვს
გარდაცვლილი მედდის, მეგი ბაქრაძის ოჯახი ექიმებისთვის ბრალის დამძიმებას მოითხოვენ. როგორც ოჯახის ადვოკატმა, ვახო ბარამაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მედდის გარდაცვალებიდან უკვე ათი კვირაა გასული, თუმცა ექსპერტიზის დასკვნა საქმეში ამ დრომდე არ დევს. „10 კვირაა გასული მეგის გარდაცვალებიდან და ჯერჯერობით სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო არ გვაქვს. ამასობაში ისევ და ისევ მიმდინარეობს იმუნიზაციის პროცესი ახალციხის კლინიკა „იმედში“, რაც სრულიად გაუგონარია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, ვისი ბრალეულობით მოხდა, რა იყო რეალური მიზეზი, გარდაცვალების. შევათანხმეთ რამოდენიმე საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის მოწმეების ხელახალი დაკითხვა გარკვეული ფაქტების იდენტიფიცირების დასაზუსტებლად. აუცილებელია ბრალი დამძიმდეს სამედიცინო დოკუმენტაციის გაყალბების მიმართულებით და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ვიოლეტა ინასარიძე და გიორგი აფციაური ინფორმირებული იყვნენ მეგის მდგომარეობის შესახებ. მათ იცოდნენ, რომ მეგი ცუდად იყო და მიატოვეს, რაც ქმნის ბრალის დამძიმების საფუძველს სამსახურებრივი გულგრილობის მიმართულებით“, - განაცხადა ვახო ბარამაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)