10:47 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-07 16:11:17, 709 ნახვა

პოლიტიკა
ფილიპ რიკერი - ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციისთვის საქართველო რჩება მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად სამხრეთ კავკასიაში

ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციისთვის საქართველო რჩება მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად სამხრეთ კავკასიაში, - ამის შესახებ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანის თანაშემწმემ, ფილიპ რიკერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში

„ძალიან მოხარული ვარ, რომ თბილისში ვიმყოფები სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის სახელით და ჩემთან ერთად არის უსაფრთხოების მრჩეველი. ამ დრომდე ჩვენ გვქონდა საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრები საქართველოში. რაც შეეხება ჩემს ვიზიტს, ეს არის ვიზიტი სამხრეთ კავკასიაში. საქართველოში ყოფნის შესაძლებლობა მქონდა ასევე გასულ შემოდგომაზე, როდესაც სახელმწიფო მდივანი, პომპეო იმყოფებოდა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას მიღებისთვის. მოგეხსენებათ, ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციისთვის საქართველო რჩება მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად სამხრეთ კავკასიაში და ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორად შავი ზღვის რეგიონში. მოხარული ვარ, რომ მაქვს ასეთი პირისპირი შეხვედრების შესაძლებლობა საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ გვიწევს ნიღბის ტარება ამ მნიშვნელოვან და დინამიურ დროს საქართველოსთვის. ჩემი ვიზიტის გზავნილი გახლავთ ის, რომ უზრუნველყოფილ იქნას საქართველოს წარმატება როგორც განვითარებული, უსაფრთხო დემოკრატიის. ძალიან მნიშვნელოვანია ამ კონტექსტში 19 აპრილის შეთანხმების შესრულება, რომელიც მოიცავს საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს“, - განაცხადა ფილიპ რიკერმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
ხამენეის დაკრძალვის ლოცვაში მილიონობით მონაწილე სკანდირებს და მისი სიკვდილისთვის შურისძიებას ითხოვს
ლონდონში ლგბტ პირთა აღლუმში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics