10:48 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-07 16:40:10, 403 ნახვა

პოლიტიკა
თორნიკე რიჟვაძე ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს თომას მიულმანს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბატონ თომას მიულმანს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე და განიხილეს განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით აჭარაში წარმატებით მიმდინარეობს არაერთი პროექტი, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ რეგიონის ეკონომიკური გაძლიერების, ტურისტული ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის, სოფლისა და სატყეო მეურნეობის განვითარების საკითხებში.

ქვეყნებს შორის აქტიურია თანამშრომლობა განათლებისა და კულტურის მიმართულებით. ელჩის ვიზიტი აჭარაში, სწორედ ავსტრიული კულტურის კვირეულის ფარგლებში იმართება. დაგეგმილია ქალაქ ბათუმის, აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში ავსტრიული კუთხის გახსნა და ცნობილი ავსტრიელი მწერლისა და მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის პირველი ლაურეატი ქალის ბერტა ზუტნერის გამოფენის მოწყობა.თორნიკე რიჟვაძე ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს თომას მიულმანს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბატონ თომას მიულმანს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე და განიხილეს განხორციელებული და მიმდინარე პროექტები.

ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით აჭარაში წარმატებით მიმდინარეობს არაერთი პროექტი, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ რეგიონის ეკონომიკური გაძლიერების, ტურისტული ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის, სოფლისა და სატყეო მეურნეობის განვითარების საკითხებში.

ქვეყნებს შორის აქტიურია თანამშრომლობა განათლებისა და კულტურის მიმართულებით. ელჩის ვიზიტი აჭარაში, სწორედ ავსტრიული კულტურის კვირეულის ფარგლებში იმართება. დაგეგმილია ქალაქ ბათუმის, აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში ავსტრიული კუთხის გახსნა და ცნობილი ავსტრიელი მწერლისა და მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის პირველი ლაურეატი ქალის ბერტა ზუტნერის გამოფენის მოწყობა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
ხამენეის დაკრძალვის ლოცვაში მილიონობით მონაწილე სკანდირებს და მისი სიკვდილისთვის შურისძიებას ითხოვს
ლონდონში ლგბტ პირთა აღლუმში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics