|
2021-06-07 15:02:54, 793 ნახვა
რეგიონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2021-2023 წლების ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგიის" დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2021-2023 წლების ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგიის" დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა განიხილა. საკრებულოს სხდომაზე მოხსენებით წარდგა მერიის განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების უფროსი გიორგი საცკოვი, რომელმაც ახალგაზრდულ საკითხებში მერის თანაშემწე სალომე საღინაძესთან ერთად დეპუტატებს დოკუმენტი და გეგმა გააცნო. ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტსა და სამოქმედო გეგმას სხდომაზე მყოფმა ყველა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. დოკუმენტი მიზნად ისახავს ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 14-29 წლის ახლგაზრდებისთვის შექმნას თანაბარი, ხელმისაწვდომი გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს მათ წანაშე არსებული გამოწვევების, სირთულეების დაძლევას, ახალგაზრდების განვითარებასა და მათ ჩართულობას მუნიციპალიტეტის საქმიანობაში. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის დამტკიცებამდე მოეწყო მისი საჯარო განხილვაც, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ახალგაზრდები, საკრებულოს წევრები და მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ. “ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2021-2023 წლების ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგია“ და სამოქმედო გეგმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მომზადდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)