12:56 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-07 14:51:47, 630 ნახვა

საზოგადოება
ფინანსთა მინისტრი: საქართველო იქნება ქვეყანა, რომლის ეკონომიკა ყველაზე სწრაფად აღდგება

საქართველო იქნება ქვეყანა, რომლის ეკონომიკა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად აღდგება და დაუბრუნდება განვითარების იმ ნიშნულს, რომელიც არსებობდა პანდემიამდე, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სახეზეა ბევრი ფაქტორი, რომელიც ადასტურებს, რომ ეკონომიკური აღდგენის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.  

„ძალიან ბევრი ფაქტორია, რაც რეალურად გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკური აღდგენის პროცესი არსებითად განსხვავებული იქნება. ძალიან ბევრი ქვეყანაა, სადაც სწრაფად ხდება ეკონომიკური აღდგენა, ასევე არიან ქვეყნები, სადაც ამ პროცესს, შესაძლოა, 3-4 წელი დასჭირდეს. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ეკონომიკა სწრაფად აღდგება. მოლოდინი გვაქვს, რომ მაისშიც გვექნება მაღალი ეკონომიკური ზრდა, იმ აქტივობიდან გამომდინარე, რასაც ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

მან კიდევ ერთხელ ისაუბრა აპრილში დაფიქსირებულ ეკონომიკურ ზრდაზე და აღნიშნა, რომ 2 წლის ჭრილში ეკონომიკურმა ზრდამ ქვეყანაში, დაახლოებით, 21% შეადგინა.

„რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის ე.წ. საბაზისო ეფექტს. ძალიან მარტივია იმის განსაზღვრა, თუ რეალურად რა გავლენა იქონია პანდემიის ეფექტმა 2021 წლის აპრილის ზრდაზე, ამისთვის საჭიროა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შევუდაროთ არა პანდემიურ 2020 წელს, არამედ 2019 წელს და ვნახოთ რამდენით გაიზარდა ჩვენი ეკონომიკა - ესაა ზრდა 21%-მდე, რაც არის მაღალი ეკონომიკური ზრდა. შესაბამისად, ვფიქრობ, ყველასთვის მარტივია იმის განსაზღვრა, რამდენად მაღალი იყო ის ზრდა, რომელი მიმდინარე წლის აპრილში დაფიქსირდა", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics